ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმებას აჩერებს

რუსეთის მიერ ფსკოვში ლატვიის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ, ლატვიამ რუსეთთან მოქალაქეების გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმება შეაჩერა.

ლატვია არის ერთ-ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა კი ევროკავშირს მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩეროს.

შეთანხმების საფუძველზე, ლატვიის და რუსეთის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე გამარტივებული წესით გადასვლა შეეძლოთ.

მსგავსი თემები