,,თუ სააკაშვილი გადაწყვეტს დროებით მაინც, პოლიტიკიდან წავიდეს, ვფიქრობ “ქართულ ოცნებას” ამ კარტის გათამაშების შანსები აღარ ექნება”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს დროებით მაინც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკიდან წავიდეს,  “ქართულ ოცნებას” ამ ,,კარტის” გათამაშების შანსები აღარ ექნება. მისი თქმით,  პოლარიზების უფრო ნაკლები რისკები იქნება.

,,მე პატივს ვცემ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პატიმრობაში და ტყვეობაშია ფაქტობრივად, ამიტომ არ ვაპირებ კრიტიკას, არ განვსჯი მას. დარჩენაზე, წასვლაზე, მკურნალობაზე, გადარჩენაზე მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩემი მხრიდან ექნება პატივისცემა. მე სხვა პარტიის წარმომადგენელი ვარ და თუ ჩემი შეხედულება გაინტერესებთ, პოლარიზების შემცირებისთვის პირველი რიგის ამოცანა დეოლიგარქიზაციაა და შემდეგი საკითხებია სხვა დანარჩენი საკითხები. ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” 10 წელია მიხეილ სააკაშვილს იყენებს როგორც საფრთხობელას, თუ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს დროებით მაინც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიტიკიდან წავიდეს, ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” ამ კარტის გათამაშების შანსები აღარ ექნება, პოლარიზების უფრო ნაკლები რისკები იქნება. მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და სააკაშვილის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ამ მდგომარეობაში, რომელიც არის ტყვე, პატივს ვცემ,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები