„კულისებში ხდება ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი“ – ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს მმართველის გუნდის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აფასებენ. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ამ წერილში ბევრი მინიშნებებია და კულისებში გაცილებით საინტერესო მოვლენები ვითარდება, ვიდრე საჯაროდ.

„სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი, არის რაღაც გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ძალიან ბევრი რამ იკითხება, მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება, საზოგადოება თვითონ წაიკითხავს წერილს და ალბათ თვითონ გამოიტანს დასკვნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში რაშიც დღემდე არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი, თუმცა საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს ყველაფერთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები