კორონავირუსი თბილისში კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკა “თიმის” თანამშრომელია. მას საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა.

კლინიკა “თიმის” ინფიცირებული ექიმი პროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი. 
აღნიშნულის გამო იზოლაციაშია რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის იზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორიც.

რაც შეეხებაკლინიკა “თიმში” მყოფ სხვა პაციენტებს. მათი ნაწილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო 7 მძიმე პაციენტი, კლინიკის დირექტორის თქმით, ადგილზე რჩებიან და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

ამ დრომდე კლინიკაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ.

მსგავსი თემები