წისქვილკომბინატები ამუშავებას ითხოვენ, სანაცვლოდ კი ე.წ. სოციალურ ფქვილს ქარხნებს არსებულ ფასად მიაწვდიან

წისქვილკომბინატები, რომლებიც დღეს გაჩერებულები არიან, ხელისუფლებას ორ შეთავაზებას უკეთებენ. იმისათვის, რომ ქვეყანაში ხორბალი შემოვიდეს და წისქვილომბინატებმა მუშაობა შეძლოს, ისინი ფქვილი დაბეგვრას ითხოვენ. სანაცვლოდ კი, პირობას იძლევიან, რომ ქარხნებს ფქვილს იმ ფასად  მიაწვდიან, რომ „სოციალური პური“ არ  გაძვირდეს.

„ჩვენ ვკითხეთ პურის მწარმოებლებს, რამდენი ტონა ფქვილი სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ თვეში გამოაცხონ ე.წ. სოციალური მოხმარების პური, რომელზეც არის მოსახლეობის ოპერირება, რომ ის არ გაძვირდეს. პასუხი არის შემდეგი:  იმისთვის, რომ ყოველდღიური სოციალური პური გამოაცხოს, პურის მწარმოებელს სჭირდება 7 ათასი ტონა ფქვილი. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება არის ასეთი – 7 ათასი ტონა ფქვილი, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ პური არ გაიზარდოს, იგივე რეჟიმით შემოვიდეს საქართველოში, როგორი რეჟიმითაც ახლა შემოდის. ამოცანა გადაწყვეტილი იქნება მათ შორის პურის მწარმოებლების და მთავრობის ხედვით.

7 ათასი ტონა ფქვილით გამოცხვება იმ რაოდენობის პური, რომელიც ფასს არ გააძვირებს. 7 ათასი ტონის ზემოთ მოხდეს შემოტანილი ფქვილის დაბეგვრა იმ მოსაკრებლის რაოდენობით, რომელიც რუსეთს ხორბლის გამოტანაზე აქვს დაწესებული. შესაბამისად, ხორბლის გამოტანის პარალელურად, ფქვილზე იქნება დაწესებული გადასახადი, რომელიც გაათანაბრებს ხორბლისა და ფქვილის მდგომარეობას საბაჟოზე და ამით წისქვილებს მიეცემათ კონკურენციაში შესვლის და ამუშავების საშუალება“, – განაცხადა სილაგავამმედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, ნახევარი წლის განმავლობაში, ფქვილის იმპორტი გაზრდილია 1100%-ით,  ხორბლის იმპორტი კი თითქმის ნულია.

შეგახსენებთ, რო წისქვილკომბინატების გაჩერება საბაჟო გადასახადს უკავშირდება, რომელიც ხორბალზე არსებობს, ფქვილზე კი – არა. შესაბამისად, წისქვილკომბინატების მუშაობამ აზრი დაკარგა.

როგორც სილაგავამ აღნიშნა,  წისქვილკომბინატების მუშაობას აზრი არ აქვს, რადგანაც, წისქვილკომბინატების მუშაობა ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა.

 

მსგავსი თემები