,,აშშ-ზე თავდასხმა იმ ანტიდასავლური ისტერიის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებას ეხმიანება, რომლითაც საბჭოს წევრები ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

ლევან იოსელიანის განცხადებით, აშშ-ის მიმართ პრეტენზიები და თავდასხმა იმ ანტიდასავლური ისტერიის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„არავის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც აშშ-მა გააკეთა ბოლო 30 წლის მანძილზე. ყველას გვესმის, რა სავალალო მდგომარეობაშია სასამართლო, მაგრამ ის, რომ ინფრასტრუქტურა არსებობს, ბევრი მოსამართლე ბევრად ერუდირებულია, აშშ-ს დამსახურებაა, ამიტომ მათ მიმართ პრეტენზიები და მათზე თავდასხმა იმ ანტიდასავლური ისტერიის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხრიდან. თუ ვინმე არ იმსახურებს საყვედურს, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსამართლეებს აბსოლუტური მიუღებლობა აქვთ ჯანსაღი კრიტიკის, რომელიც მათ მიმართ ისმის ხოლმე, მათ შორის პარლამენტიდან, არასამთავრობო სექტორიდან და მეგობარი დიპლომატების მხრიდან,“ – განაცხადა ლევან  იოსელიანმა.

,,სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან”- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ჩხიკვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ  – (mcm.ge)

მსგავსი თემები