სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებისას მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. აღნიშნული ადვოკატებმაც დაადასტურეს და სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც. ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.