პროკურატურა აცხადებს, რომ გოგაშვილის სახლიდან საიდუმლო მასალები ამოიღეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით,  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის –  სოსო გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია ამოიღეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ასევე ამოღებულია პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

სოსო გოგაშვილს ხვალ სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. სასამართლო პროცესი  13:00 საათზეა ჩაინიშნა.  პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

 

მსგავსი თემები