სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალის წარდგენას დღეს ელოდება

„მოდულის“ შენობაში მყოფ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან ადვოკატები შეხვდებიან.

ბრალდების ერთ-ერთი ნაწილი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას შეეხება. სხვა ბრალთან დაკავშირებით დაცვის მხარისთვის ინფორმაცია უცნობია.

თავად გოგაშვილი კი იარაღის არსებობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის სპეცოპერაციისას ჩაუდეს.

მსგავსი თემები