ენერგომატარებლების შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს იმაზე მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას

​ლიეტუველი დიპლომატი ევროკავშირს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დაფინანსებისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  ენერგომატარებლების შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს იმაზე მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას.

„მზადდება სანქციების მე-7 პაკეტი. ვინმეს აინტერესებს? ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა ექსპონენტურად რუსეთს უფრო მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით. ნავთობზე ფასები იზრდება. რუბლი უფრო გამყარდა. ვიღაც-ვიღაცები კვლავ შეშფოთებული არიან „პროვოკაციული“ შეზღუდვებით. სამწუხაროა“, – აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.

 

მსგავსი თემები