„სანქციები, რომელიც აზარალებს პუტინს და მის გარემოცვას, გაგრძელდება“ – ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმ სანქციების შედეგებზე საუბრობს, რომელიც ევროპამ და ამერიკამ რუსეთს დაუწესეს. როგორც ბორელი აცხადებს, სანქციები მუშაობს და ის რუსეთს, პუტინს და მის გარემოცვას სერიოზულად აზარალებს.

„სანქციები, რომლებიც მიღებულია ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მიერ, ძლიერ აზიანებს ვლადიმერ პუტინს და მის ახლო გარემოცვას. სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სტრატეგიული მოთმინება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და უკრაინა არ შეძლებს, სრულად აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი. როდესაც ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები და ძალიან მძიმე ხომ არ არის მათი გვერდითი ეფექტი. სანქციები რჩება პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი მიზანმიმართულად. საჭიროა მოთმინება, რადგან სასურველი ეფექტის მიღწევას შეიძლება, დიდი დრო დასჭირდეს“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

 

მსგავსი თემები