„რუსეთი იძულებული გახდება, საკუთარი ნავთობი ბევრად იაფად გაყიდოს სხვაგან“ – ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ერთ-ერთი უძლიერესი სანქცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ წლის ბოლომდე ამოქმედდება, მას სერიოზულად დაარტყამს.

„ერთ-ერთი სანქცია ევროკავშირის მხრიდან 2022 წლის ბოლომდე რუსეთისგან ნავთობის 90%-ით შესყიდვის აკრძალვას გულისხმობს. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის შემოსავალს და ის იძულებული გახდება, საკუთარი ნავთობი ბევრად იაფად გაყიდოს სხვაგან. რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ევროკავშირი არასოდეს დაუწესებდა სერიოზულ სანქციებს რუსეთს, რომელიც მასზე ენერგეტიკულად იყო დამოკიდებული. ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მან დაიწყო ეს ომი“, – აცხადებს ბორელი.

 

მსგავსი თემები