გოგაშვილმა დოკუმენტების საქართველოდან გატანა მოასწრო და უცხოეთში სანდო პირებს ჩააბარა  

როგორც „მოდულის“ შენობიდან გამოსული სოსო გოგაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, დოკუმენტები, რომლის გამოც გოგაშვილი დააკავეს, საზღვარგარეთაა გატანილი და სანდო ხელში ინახება.

„მისი დაკავება მოხდა უკანონოდ. განხორციელებულია ბევრი სავარაუდო დანაშაული.   სანამ მის ეზოში დასაკავებლად შევიდოდნენ, გოგაშვილის მეუღლემ დაინახა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც იდებდა ლეპტოპს ზურგის არეში, საქამრეში. შემდეგ, ეს ლეპტოპი ფლეშკებთან და გარე მეხსიერების ბარათებთან ერთად ამოღებულ იქნა სახლის ჩხრეკისას…. როდესაც სოსო გოგაშვილს ხელები ჰქონდა შეკრული უკანა მხარეს, გაშლილ ხელებში მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით. რაც შეეხება დოკუმენტებს, ეს დოკუმენტები, რის გამოც ის დააკავეს, არის საზღვარგარეთ, სანდო ხელში და აპირებს უახსლოეს დღეებში მის გასაჯაროებას“ – აცხადებს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.

სოსო გოგაშვილი ადვოკატმა მოინახულა, ის დაკავების მოტივებზე საუბრობს

მსგავსი თემები