სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს

წუხელ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოფიციალური უწყების მხრიდან დაკავებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე, განცხადება არ გაკეთებულა.

პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში, გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ გოგაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც 2021 წლის არჩევნების გაყალბებასა და ხელისუფლების სხვა „ცოდვებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულება  დიპლომატებსა და არასამთავრობოებს გადასცა. მანვე ხელისუფლებას მიმართა, სასწრაფოდ დაკავშირებოდნენ „იმას“ (ბიძინა ივანიშვილს) და მიეღოთ სათანადო ზომები.

,,2021 წლის არჩევნების მიმდინარეობისას მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ ხმებს”- სოსო გოგაშვილი

მსგავსი თემები