,,2021 წლის არჩევნების მიმდინარეობისას მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ ხმებს”- სოსო გოგაშვილი

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  მისი თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს, რომელიც შეეხობოდა 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებს.

,,2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც. ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას( საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან.

დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა.

გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად,მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი. ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს.

2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ. სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს…”- წერს სოსო გოგაშვილი.

,,ქოცებო” ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან”, ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით”- სოსო გოგაშვილი

მსგავსი თემები