ევროკომისია რუსეთს სანქციების მეშვიდე პაკეტს აუმოქმედებს

ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი ამოქმედდება. ევროკომისიამ უკვე შეათანხმა მეშვიდე პაკეტი, რომელიც რუსეთისთვისაა განკუთვნილი. ახალი პაკეტი რუსული ოქროს ემბარგოსაც ეხება.

„რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ მთავრდება. ჩვენ გამოვდივართ შეთავაზებით, გავამკაცროთ ჩვენი მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ, შევასრულოთ ისინი უფრო ეფექტიანად და გავაგრძელოთ ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა აგრესიისთვის, რასაც ის უკრაინაში ახორციელებს“, – აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელის შეფასებით კი რუსეთი მიზანშია ამოღებული.

„ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას. დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენ კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ წევრებთან. ასევე, საბჭოს წარვუდგენ ინიციატივას სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირებისა და კომპანიების შეყვანის შესახებ, მათი ანგარიშების გაყინვით და მოგზაურობის შეზღუდვით“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი.

მსგავსი თემები