,,ლაშა ჩხიკვაძე არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც”- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. გოცირიძე, ჩხიკვაძის განცხადებას სენსაციურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მოსამართლეს მისი გავრცელება „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა.

„განცხადების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის სანქცირებულია. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, მას აშშ-ის ვიზა გაუუქმეს და არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც არის სანქცია. ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ის არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც. ინფორმაციას მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მას სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე – (mcm.ge)

 

მსგავსი თემები