,,მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება. როგოც მინისტრი აღნიშნავს, იგი მიესალმება მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.

ამიტომაც, მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის……“, – წერს თეა წულუკიანი.

,,შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი”- ლაშა ჩხიკვაძე

მსგავსი თემები