კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

კანადის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ შემაკავებელ ზომებს  აფართოვებს და დამატებით სანქციებს აწესებს  რუსეთის ნავთობის, გაზის და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ.

,,15 ივლისის ღამეს აიკრძალა ორი საწარმოო მომსახურების მიწოდება რუსული საწარმოებისთვის ნავთობის, გაზის, ქიმიურ და საწარმოო მრეწველობაში“, – იუწყება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

სანქციების გავლენით, კანადის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციას ან ნებისმიერ ინდივიდს მიაწოდონ სამრეწველო მომსახურება, რომლებიც დაკავშირებულია შავი მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმის, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, ელექტრო მოწყობილობებისა და მანქანების წარმოებასთან, აგრეთვე სამრეწველო მომსახურებასთან.

მსგავსი თემები