საბერძნეთში ყაჩაღობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი ქალი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით მოხუცებს აძინებდა, შემდეგ კი ძარცვავდა.

ბერძნული მედიის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი, მეტსახელად “ობობა” 26 ივნისს დააკავეს.  “ობობას” მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე.

პროკურატურა დამნაშავის ფოტოსურათებს აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები