ეჭვი კანიბალიზმზე – ამოღებულია დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი და სისხლი

თბილისში, კერძოდ კი სანზონის დასახლებაში სამართალდამცველები მეზობლების თხოვნით ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინაში შევიდნენ, სადაც შემზარავი სურათი დახვდათ. დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი და სპეციალურ პაკეტებში მოთავსებული სისხლი, რომლის სუნმაც მეზობლები შეაწუხა და იძულებულები გახდნენ პოლიცია გამოეძახებინათ.

ბინაში მაცხოვრებელი ახალგაზრდა ქალმა,  44 წლის ნ.გ-მ სამართალდამცველებს კარი არ გაუღო, რამაც ეჭვები უფრო მეტად გააჩინა. ამოღებული  ხორცი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. ექსპერტიზის პასუხი – რა ხორცზეა საუბარი, ხვალ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ბინაში მაცხოვრებელ ახალგაზრდა ქალს, ის აცხადებდა, რომ მაცივარი ჰქონდა გაფუჭებული, თუმცა, დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცი და სისხლი ბევრ კითხვას ტოვებს. მეზობლებს ეჭვი კანიბალიზმზეც გაუჩნდათ. 44 წლის ნ.გ. ექიმია. ის ამ დროისთვის ძმის სახლში იმყოფება. არც ძმის ოჯახი და არც ნ.გ. კონტაქტზე არ გამოდის და კარებს არავის უღებს.

როგორც მეზობლები აცხადებენ, საკმაოდ დიდი პერიოდია ნ.გ-ს ბინიდან საშინელი სუნი გამოდიოდა.

 

მსგავსი თემები