„საბედისწერო გადაწყვეტილება“ – ზელენსკი ევროკავშირის პასუხის პარალელურად რუსეთის შეტევის ზრდას ელოდება

“ისტორიული კვირა იწყება“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი კანდიდატის სტატუსზე პასუხთან დაკავშირებით და პარალელურად, რუსული მტრული შეტევის ზრდას ელოდება.

როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ეს გადაწყვეტილება საბედისწერო იქნება.

„ისტორიული კვირა იწყება. კვირა, როდესაც ევროკავშირის პასუხს მოვისმენთ უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. 1991 წლიდან მოყოლებული, უკრაინისთვის ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილებები ცოტაა, როგორსაც ახლა ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება არის მთელი ევროპის ინტერესებში. ბუნებრივია, რომ  რუსეთის მტრული აქტივობის გაზრდას უნდა ველოდოთ“ – აცხადებს ზელენსკი.

მისი შეფასებით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც გააქტიურდება.

„არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც მოსალოდნელია რუსეთის მტრული გააქტიურება. ვემზადებით. მზად ვართ. ვაფრთხილებთ პარტნიორებს. ოკუპანტები ძალებს აგროვებენ ხარკოვის მიმართულებით, ზაპოროჟიეს რაიონში. ისევ დაბომბეს ჩვენი საწვავის ინფრასტრუქტურა – საწვავის მდგომარეობის გაუარესება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვუპასუხებთ“ – აცხადებს პრეზიდეტი ვიდეომიმართვისას.

 

მსგავსი თემები