,,პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება, მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა”- მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების”- ასე ეხმიანება  მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მასთან პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორჟატა გოშიევსკას არ შეშვებას.

„ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას, სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით, ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება, ხოლო ქართველი ხალხი არის არა ველური, არამედ ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოება და უნდა ვიმოქმედოთ სანამ ისტორიის სრულ აბსაიდში აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ, როგორც ხალხი, კანდიდატობას ვიმსახურებთ, ეს უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით და არა მხოლოდ განცხადებებით“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს

მსგავსი თემები