,,ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს”- ნათია მეზვრიშვილი

,,ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს, დანაშაულისთვის, რომელსაც ის და მისი გუნდის წარმომადგნლები ჩადიან საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე,”- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსები მზად არიან, , საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი თაობების ევროპული მომავალი გადააყოლონ.

,,მზად არიან, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი თაობების ევროპული მომავალი გადააყოლონ. ესაა დანაშაული და კობახიძეს ერჩივნა პრეზიდენტის მნიშვნელოვან, სწორ გზავნილებსა და ბრალდებებზე ესაუბრა – როგორ გააფუჭეს საქმე, ურთიერთობები, მეგობარი რომ არ დაგვიტოვეს. ურჩევნია, მთავრობა კონცენტრირდეს იმაზე, ევროპელ პარტნიორებთან რეპუტაცია როგორ აღადგინოს, იქნებ რაღაცამ მაინც გადაგვარჩინოს და ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკოკინების ქარხნებს ხსნიდეს”,- დასძინა მეზვრიშვილმა.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილის განხადებით, პარტია ,,მოქალაქეები” 20 ივნისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

,,დღეს ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება და პარტიებს შორის კინკლაობა ნაკლებად გვაინტერესებს. 20 ივნისის აქციას რაც შეეხება, ევროპის გზა ვერ გაივლის იმ დღის სიმბოლირებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის, გულწრფელი პროტესტის დღეც არის და პარლამენტზე შტურმის დღეც. ამიტომ ამაში მონაწილეობას არ ვიღებთ. რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო რწმუნდები, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები და პირველ რიგში “ნაციონალური მოძრაობა” ამას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. კარგი იქნებოდა, თარიღად არ შერჩეულიყო 20 ივნისი. არჩეულიყო ერთი, ნეიტრალური თარიღი, სადაც საქართველოს მოქალაქეების კონსოლიდირებული პოზიცია იქნებოდა დაფიქსიებული და დაკვნამდე რამდენიმე საათით ადრე არ ვიქნებოდით იმის მსჯელობაში რომელი თარიღი სჯობს”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები