რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად ქალაქი მთლიანად ცეცხლშია გახვეული. რამდენიმე ეპიცენტრი ერთდროულად დაბომბა, რასაც მსხვერპლიც მოყვა.

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – პაველ კირილენკოს ინფორმაციით, სლავიანსკისა და ბახმუტის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

რუსულმა ძალებმა ქალაქ სვეტლოდარსკში, უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიასაც დაარტყეს. ლისიჩანსკში კი  ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა, სევეროდონეცკში  ხიდებიც კი დაანგრიეს.

 

მსგავსი თემები