ილია ელოშვილის ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხედარი უკვე სახლში გადაასვენეს. გარდაცვლილის სახლში თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფება.

ილია ელოშვილის ცხედრის  ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ცოტა ხნის უკან დასრულდა. მის ბინაში საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, ამოიღეს დოკუმენტები და სხვა ნივთები.

არსებული ინფორმაციით, მას ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გულის არეში. ერთ-ერთი ვერსია, რაზეც გამოძიება მუშაობს, თვითმკვლელობამდე მიყვანაა. საქმეც სწორედ ამ მუხლით აღიძრა.

 

მსგავსი თემები