მოსწავლის მკვლელობის მცდელობისთვის ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ თბილისში მომხდარი 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, თანასკოლელს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები