ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, არიან გარდაცვლილები

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა დილის 04:00 საათზე მოხდა. დაღუპულია ექვსი ადამიანი, სამი კი – დაშავებული. უბედური შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, სამთო დარტყმამ გამოიწვია.
როგორც პროფკავშირის წევრი, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწე გიგა ისაკაძე აცხადებს, ქანები ჩამოიშალა, რამაც შახტაში მყოფი მუშები მოიყოლა.
მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები