,,ვერ მოვისმინეთ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენი ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით” – სალომე სამადაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილსპარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მინისტრის გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ რაიმე სახის პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით მინისტრისგან ვერ მოისმინა.

„დიდი ინტერესით ველოდებოდი ბატონო მინისტრო თქვენს გამოსვლას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, ყველანი გაოცებული დავრჩით. არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე. ვერ მოვისმინეთ თქვენგან, არა თუ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი, არამედ ვერ მოვისმინეთ საერთოდ ვერანაირი ნიშანი რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენი ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით.”

მსგავსი თემები