თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
არსებული ცნობით, დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით დაიწყო.