,,ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ახლა ისტორიული შანსი აქვს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მისი თქმით, საჭიროა ერთიანობა და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, ნაკლები პათეტიკა, ნაკლები მოწოდებები, ურთიერთ შეგონებები ერთმანეთისთვის და საერთო სამოქმედო გეგმის გაერთიანება, გადამწყვეტი ნაბიჯების გარშემო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.

მართლმსაჯულების რეფორმის კანონი რეგისტრირებულია – მივიღოთ პირველი მოსმენით. საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მივიღოთ. ასევე, პრეზიდენტს შეუძლია ნიკა გვარამია შეიწყალოს. იუსტიციის სამინისტროს და პრემიერს შეუძლია, მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმები დაუშვას. ძალიან მარტივია იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლითაც დასავლეთი გზავნილს დაინახავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები