რუსულმა მხარემ 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ციხეში გადაიყვანა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იყო, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ციხე-კოლონიაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში, რომელსაც მარიუპოლის დამცველები აფარებდნენ თავს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, საკვებისა და წყლის მარაგის დეფიციტი იყო.

ზახაროვას თქმით, სამშაბათის შემდეგ, 959 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ჩაბარდათ. მისივე განცხადებით, მათგან 51-ს სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა და ისინი მკურნალობენ, დანარჩენები კი, დონეცკის რეგიონში, ქალაქ ოლენოვკაში მდებარე ციხე-კოლონიაში გაგზავნეს.

 

მსგავსი თემები