,,ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  გამართუი შეხვედრის შესახებ სოციალურ „ტვიტერში“ წერს. მიშელის განცხადებით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“ვისაუბრე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს”, – წერს შარლ მიშელი.

მსგავსი თემები