,,გამორიცხული არ არის ახალი შტამები საქართველოშიც გამოჩნდეს”- ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„პანდემიის მიმდინარეობა ქვეყანაში მკვეთრად შემცირებული და სტაბილურია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატება მიმდინარეობს”,- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის  საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

,,მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატება ახლა მიმდინარეობს. ასეთი ქვეყნებია როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ჯამში, 60-დან 70-მდე ქვეყანაა, სადაც პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია”,- აღნიშნა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამები ცირკულირებს და არსებობს რისკი, მათი საქართველოშიც გავრცელების.

,,რამდენიმე კვირის წინ 5 ვარიანტი იყო, მათ შორის საქართველოსთვის კარგად ცნობილი „ალფა“, რომელმაც 20021 წლის მაისში ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა გამოიწვია. „დელტა“ ვარიანტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მეოთხე და მეხუთე ტალღაზე და ყველაზე მძიმე ინფიცირების გამომწვევი „ომიკრონი“. სულ რამდენიმე კვირის წინ ეს კლასიფიკაცია შეიცვალა, დარჩა მხოლოდ ორად ორი ვარიანტი- „დელტა“, რომელიც ჯერ კიდევ ფიქსირდება რამდენიმე ქვეყანაში და „ომიკრონი“, ოღონდ „ომიკრონის“ ქვევარიანტები. სწორედ ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, „ომიკრონი“ თავისი მრავალრიცხოვანი ქვევარიანტებით წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ინფიცირების ახალი ტალღის დაწყებისთვის“,- განაცხადა თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

“პანდემია არ დასრულებულა, განიხილება 3 ახალი მუტაცია” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები