,,ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს“- ირაკლი კობახიძე გვარამიაზე

,,გვარამია პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით – ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს, – აღნიშნული განცხადება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამია პრეზიდენტის მიმართ ბილწსიტყვაობდა, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტსაც აყენებდა შეურაწყოფას. კობახიძე  მიიჩნევს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშლება.

„როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას [შეწყალება] მიიღებს, გამოდის რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოგვეშლება. ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები