„ჯანმო სამ ახალ მუტაციას განიხილავს, რომელსაც შეუძლია ეპიდემიური ვითარება შეცვალოს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ომიკრონი თავისი მრავალრიცხოვანი ქვევარიანტებით წარმოდგენს რეალურ საფრთხეს, ინფიცირების ახალი ტალღის დაწყებისთვის“ – ეს განცხადება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის  საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. პროფესორის შეფასებით, პანდემიის დასრულება ჯერ ნაადრევია.

„საქართველოში პანდემიის მხრივ რომ ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევების მატება მიმდინარეობს. ჯამში, 60-დან 70-მდე ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი პანდემიის დასრულებაზე. მაშინ, როდესაც მსოფლიოში არათანაბარი მდგომარეობაა, დაინფიცირება მაღალია, ერთ ქვეყანაში პანდემიის დასრულებაზე ნაადრევია. ჯანმოა პასუხისმგებელი როგორც პანდემიის გამოცხადებაზე, ისე დასრულებაზე“ – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში.

მისივე შეფასებით, საფრთხე ახალ მუტაციასთან დაკავშირებით არსებობა.

„არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში 500 000-დან 1 მილიონამდე შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც არც ვაქცინაცია ჩაუტარებია და არც ვირუსი გადაუტანია. რაც შეეხება ახალ მუტაციას, რამდენიმე კვირის უკან  მსოფლიოში კლასიფიკაცია შეიცვალა აა საუბარია 2 ვარიანტზე – „დელტასა“ და „ომიკრონზე“, რომელიც ჯერ კიდევ ფიქსირდება რამდენიმე ქვეყანაში. საუბარია „ომიკრონისქვევარიანტებზე. ომიკრონი თავისი მრავალრიცხოვანი ქვევარიანტებით წარმოდგენს რეალურ საფრთხეს, ინფიცირების ახალი ტალღის დაწყებისთვის. შესაბამისად, დღეს ჯანმო განიხილავს მინიმუმ 3 ახალ ვარიანტს, 3 ხალ მუტაციას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაშ ეპიდემიური ვითარება შეცვალოს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

 

მსგავსი თემები