,,ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ ყველა პატიმარს და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილს ქვეყანაში უმკურნალოს”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, უსაფუძვლოა.

„მას ყველა ტიპის გამოკვლევა უტარდება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახური და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა, აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ ყველა პატიმარს და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილს, ქვეყანაში უმკურნალოს. გასაგებია, რომ ომის პარტიას დღის წესრიგში პრაქტიკულად აღარ დარჩა საკითხი და ახლა უნდათ, რომ პატიმარ სააკაშვილის საკითხით იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე“, – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი თემები