საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში დღეს გაგრძელდება. დაცვის მხარე წინა სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობის შესახებ მოსამართლის პასუხს ელოდება – საუბარია პენიტენციური დაწესებულების წერილის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
სავარაუდოდ, მიხეილ საააკაშვილი სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. სააკაშვილის გარდა უკანონო ქმედებას, საქმესთან კავშირში მყოფ კიდევ 4 პირს ედავებიან.