უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, რატი შურღაიას სამშობლოში კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ. დღეს კი ცხედარს კიევის ერთ-ერთ ტაძარში დაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება.
38 წლის ქართველი ჯარისკაცი ქალაქ იზუმთან ახლოს რამდენიმე დღის წინ მძიმედ დაშავდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რატი შურღაია მე-11 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.