ვითარება რთულია, მომატებული ინფიცირებულები სექტორზე ზეწოლას ქმნიან

  •  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, რაც, თავისთავად, ჯანდაცვის სექტორს აწვება. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, სექტორზე სერიოზული ზეწოლაა.

“ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც  ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის.  ყოველდღიურად, დამატებითი საწოლფონდი ერთვება.  6800-მდეა უკვე მობილიზებული და დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობა მიდის. ასევე კოვიდ სასტუმროს მობილიზებაც მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში’ – აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი სერიოზულად შემცირებულია.

„ყველამ ვიცით და გასული ტალღებიც არის ამის მაგალითი, რომ მობილობის შეზღუდვა, ასევე ნიღბის ტარება არის გადაწყვეტა ამ სიტუაციის. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი სამწუხაროდ არის დაახლოებით 50-55%. გასულ პერიოდში, როდესაც პანდემიის კონტროლი უკეთ ხორციელდებოდა ეს მაჩვენებელი აღემატებოდა 75-80 %-ს“ – აღნიშნა გაბუნიამ.

მსგავსი თემები