,,იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას”- დიეგო კოლასი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

  საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია ევროკავშირში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება. მისი თქმით, ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე იმისი შეფასება, ამა თუ იმ საკითხში, კითხვარის მიხედვით რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს. ელჩის განცხადებით, უკრაინაში არსებულმა კრიზისულმა სიტუაციამ და უკრაინის დაჟინებულმა მოთხოვნამ ღია კარის პოლიტიკაზე ახალი რეალობა შექმნა არამარტო კიევისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ,,მე არაერთხელ მითქვამს ბოლო პერიოდში, რომ იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას, საქართველო კი მზად უნდა იყოს, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, გამოიყენოს ყველა … ვრცლად ,,იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას”- დიეგო კოლასი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე