,,უკრაინელო მებრძოლო, უკრაინელო გმირო შენზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა უკრაინა”- ზელენსკი

,,უკრაინელო მებრძოლო, უკრაინელო გმირო შენზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა უკრაინა. თქვენზე დამოკიდებული მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ  24 თებერვალს, დილით სოფიას მოედანზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავზე უკრაინელი დამცველები ეროვნული ჯილდოებით, კერძოდ უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვა.

,,დიდება უკრაინას – ეს სიტყვები მთელი ერის სიტყვა და მიმართვა გახდა. ათასობით წელი ამ სიტყვებს ვიმეორებთ. ამ სიტყვებით ვიხსენებთ წინაპრებს, იმ ადამიანებს რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის ჩვენ თავისუფალ კიევში, თავისუფალ უკრაინაში ყვითელ და ლურჯ დროშას ეფრიალა. ამ სიტყვებით ვიხსენებთ ყველას ვინც დღეს იბრძვის, ყველას ვინც უკრაინის გამო მეომარი გახდა და ყველას ვინც უკრაინის სიცოცხლისთვის თავი გასწირა. უკრაინა გმირებმა დაიცვეს და გადაარჩინეს. მივმართავს ჩვენს გმირებს ვინც ბრძოლის გზა აირჩია, გმირებს რომლებიც აქ არიან და იმ მებრძოლებს რომლებიც ამ წუთებში ფრონტის ხაზზე მტერს ებრძვიან, გმირებს რომლებიც ჩვენს გამარჯვებას აახლოებენ, მივმართავ ყველას ვინც უკრაინას ეხმარება, მადლობა თქვენ! დღეს თავისუფლებისა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტის ბრძოლის წლისთავზე, მინდა გითხრათ რომ თქვენით ვამაყობთ. უკრაინელი ერი ამაყობს თქვენით! უკრაინა გადარჩება თქვენი დამსახურებით. არასოდეს დავივიწყოთ გმირები რომლებმაც უკრაინის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. უკრაინელო მებრძოლო, უკრაინელო გმირო შენზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა უკრაინა. თქვენზე დამოკიდებული მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე. დიდი მადლობა თქვენ. დიდება უკრაინას დიდება უკრაინელ გმირებს” ,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები