,,რეინკარნირებული კომუნისტური პარტია ნაციონალური მოძრაობის სახით ცდილობს შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის”- რატი ბრეგაძე

,,მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა.

ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მეტად, პარტიულ ინტერესებზე ზრუნავს.

„ეს იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, იმართება თავიდან ბოლომდე არაფორმალურად, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდოდათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები