გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შეურაცხყოფაა

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმიანება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის მკურნალობა საქართველოშიც შესაძლებელია და მისი უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს შეურაცხყოფაა.

,,სასჯელაღსრულების სისტემამ, ჯანდაცვის სისტემამ, იუსტიციის სამინისტრომ ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ რადიკალურ ოპოზიციას თუ მედიასაშუალებებს, ვინც ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემას არ აინტერესებდა ზოგადად პატიმრების და განსაკუთრებით პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება იმ აბსურდულ განცხადებას, რომ საქართველოში არ შეიძლება მისი მკურნალობა, ჯერ ერთი რომ ეს არის მთელი ჯანდაცვის სისტემის და მთელი ექიმთა საზოგადოების პირდაპირი შეურაცხყოფა, ასევე ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა”- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები