„ნანობს, რომ სწორედ ამ პერიოდში  აღმოჩნდა საქართველოში“ – ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე განმარტება გააკეთა. საუბარია ვაშაძის კომენტარს, სადაც მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშილი ნანობს საქართველოში დაბრუნებას.

როგორც ხერხეულიძემ განმარტა, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებაზე სხვა კონტექსტით ისაუბრა და არა პირდაპირი გაგებით.

„მას არაერთხელ გამოუხატავს სინანული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი. ის გულისხმობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომელში მონაწილეობის მიღებასაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ვერ ახერხებს. ნანობს, რომ სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა საქართველოში, მაშინ როდესაც შეუძლია ყველაზე ეფექტურად დაეხმაროს უკრაინას”, – განმარტავს ეკა ხერხეულიძე.

 

მსგავსი თემები