,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული“- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც, სახელმწიფოს ინტერესებში შედის.

„ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, თუ ეს ასეა, არ ვიცი, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს დროზე ადრე დატოვებას ვერ შეძლებს.

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს სასჯელს, ეს არის ტყუილი, ასე არ გამოვა. პირველ რიგში, პატიმარს ნუ შეუქმნით ამ ილუზიას და მეორე  – რა თქმა უნდა, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ასე არ იქნება. მას მოუწევს კონკრეტული სასჯელის მოხდა. ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე, სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ და შესაბამისი უწყება ყველა დეტალზე მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები