სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა

საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დაილუქა,- ამის შესახებ ინფორმაციას, სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის მიღებული ახალი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც  ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის სალმონელით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მყისიერად დაიწყეს რეაგირება.

შემოწმებისას,   სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა  472 კილოგრამი  შემდეგი დასახელების და პარტიების სურსათი. ამავდროულად, სააგენტოს ზედამხედველობით, გრძელდება  იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული  კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.

 დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში. სავარაუდოდ, შემთხვევები  დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის სალმონელით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა.

მსგავსი თემები