,,ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ”- აკაკი ბობოხიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

ბობოხიძის განცხადებით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო და პარტიამ მას ცრუ მოლოდინები შეუქმნა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა, ვინც „ჩამოდი, ჩამოდი“ უძახა, და მისივე შეცდომებმა. ეს ყველაფერი მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ჰქონდა იმედი და განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მზად იყო, რომ ფიზიკურად დაეცვა ის“, – აღნიშნავს აკაკი ბობოხიძე.

მსგავსი თემები