,,აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება”- „ნიუ იორკ თაიმსი“

აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება, – აღნიშნულ ინფორმაციას, „ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციათ, აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსული დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის, რამაც უკრაინის არმიას არაერთი რუსი გენერლის ლიკვიდაციის შესაძლებლობა მისცა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 12 რუსი გენერლია უკვე მოკლული. ამასთან, სადაზვერვო ინფორმაცია მოიცავს რუსეთის ჯარების სავარაუდო გადაადგილებას და  საიდუმლო საბრძოლო გეგმის შესახებ ინფორმაციას.

მედიის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იყენებენ სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის საიდუმლო და კომერციულ თანამგზავრებს, რათა თვალყური ადევნონ რუსული ჯარების გადაადგილებას.

მსგავსი თემები