ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 221 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა 

რუსეთის  აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 221 ბავშვია გარდაცვლილი, 408-ზე მეტი კი დაშავებული – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 139, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 95, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 46, მიკოლაევის ოლქში – 44, ლუგანსკის ოლქში – 37, ზაპოროჟიეს ოლქში – 27, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15.

“3 მაისს, ნიკოლაევის რაიონის სოფელ ველიკი-კუტში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის გოგონა დაიჭრა.კიევის რეგიონში რუსული არმიის მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების გამოძიების ფარგლებში, სოფელ შიბინეში 10 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, რომელიც სახლზე მტრის ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა”, – განაცხადეს პროკურატურაში.

მსგავსი თემები